Facebook

FACEBOOK-მა ვინდოუსისა და MacOS-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაცია გამოუშვა

Mark Zuckerberg

ფეისბუქმა ვინდოუსისა და MacOs-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაცია გამოუშვა.

ამის შესახებ სოციალური მედიის გიგანტის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა ვიყოთ ერთად, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად ცალ-ცალკე ვართ. ამიტომ, დღეს ჩავუშვით მესენჯერის აპლიკაცია ვინდოუსისა და MacOS-ისთვის.

ჯგუფური ვიდეოზარებისა და მესიჯების რაოდენობა ჩვენს აპლიკაციაში გაიზარდა - დესკტოპზე მესენჯერის გამოყენება გასულ თვეში გაორმაგდა. ახალი აპლიკაცია ბევრად უკეთესს აქცევს თქვენს გამოცდილებას. იმედი მაქვს მოგეწონებათ!", - წერს ზაკერბერგი.

მესენჯერის ახალი აპლიკაციის გადმოწერა Microsoft Store-დან და AppStore-დან არის შესაძლებელი.

კომენტარები