ეკლესია და კორონავირუსი

ცქიტიშვილი კითხვაზე, დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას: არა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

"არა" - ასე პასუხობს ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, დაესწრებიან, თუ არა ის და მისი ოჯახის წევრები სააღდგომო ლიტურგიას. 

მანამდე ვიცეპრემიერს ჰკითხეს, დაირღვეოდა თუ არა ე.წ კომენდანტის საათი, თუ აღდგომის ღამეს მრევლი ეკლესიაში 21:00 საათამდე შეიკრიბება და დილამდე დარჩება, რაზეც ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, დაირღვევა". 

ცქიტიშვილის თქმითვე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ყველა დადგენილი რეგულაცია მკაცრად და ზედმიწევნით, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათი მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ.

საქართველოს საპატრიარქო არც ზიარების წესს ცვლის და არც წირვა-ლოცვებზე მრევლის შეკრებას წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

ზოგიერთი მღვდელი ამბობს, რომ საგანგებო სიტუაცია ეკლესიებს არ ეხება და აღდგომის ღამესაც ლიტურგიის ჩატარებას ჩვეულებისამებრ აპირებენ. დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, აღდგომის ღამეს ხალხი ტაძრებში, 21:00 საათზე მივა და დილამდე დარჩება. 

საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება. 

კომენტარები