კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე ანტონი: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ

shemoqmedi.ge

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, აღდგომის წირვა-ლოცვას სპორტულ მოედანზე ჩაატარებს.

მისი თქმით, ზიარება და აღდგომის დღესასწაული "ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, არ შეწყდება."

მიტროპოლიტისვე განცხადებით, სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები ცდილობენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა დაძაბონ.

"მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით.

ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ეს წარმოუდგენელია," -თქვა მეუფე ანტონმა "ფორმულასთან" საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამოქმედებულია კარანტინის საათი და 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეკლესიამ არ აკრძალა მოქალაქეთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ მრევლის დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამართლმადიდებლოს უმცირესობაშია. 

კომენტარები