ჩინეთი

ჩინეთის ქალაქ შენჭენში ძაღლებისა და კატების ჭამა იკრძალება

შენჭენის ერთერთ რესტორანში მზარეულები ძროხის ხორცს ჭრიან.
REUTERS

ახალი კორონავირუსისი პანდემიის ფონზე სამხრეთ ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში ძაღლების და კატების ხორცის ჭამა იკრძალება.

"ძაღლებს და კატებს, როგორც შინაურ ცხოველებს, ადამიანთან მეტად ახლო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენ ცხოველს. ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველების მოხმარების აკრძალვა გავრცელებული პრაქტიკაა ბევრ განვითარებულ ქვეყნებში," - განაცხადეს ქალაქის მთავრობაში.

შენჭენის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 1-ლი მაისიდან ძაღლებისა და კატების ჭამის აკრძალვა ძალაში შევა.

შენჭენი ჩინეთის ერთერთი ტექნოლოგიური ჰაბია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ეკონომიკურად სწრაფად განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობაში თებერვლის ბოლოს განაცხადეს, რომ ველური ცხოველების მოხმარებას აკრძალავდნენ.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ახალი კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. თავდაპირველად, ახალი ვირუსით დაავადებულებმა ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში საავამდყოფოს მიმართეს. ამ ადამიანებს აკავშირებდათ ვუხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობა, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა, მათ შორის ასევე იყო - ღამურები, გველები და სხვა.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში უკვე 964 603 ადამიანი დააავადა, 49 242 იმსხვერპლა.

კომენტარები