ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ მედიკოსებისა და მოსახლეობისთის კორონავირუსზე ტესტირებას გაზრდიდა.
"ჩვენ მასობრივად ვზრდით ტესტირებას," - განაცხადა ჯონსონმა.
"მე სპეციალურად მინდა განვაცხადო ტესტირებაზე იმიტომ, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია. როგორც ვამბობდი კვირების განმავლობაში, ესაა გამოსავალი: ასე ამოვხსნით კორონავირუსის თავსატეხს, საბოლოოდ, ასე დავამარცხებთ," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ანტისხეულების და ანტიგენების სწრაფი ტესტების მიღებას დააჩქარებდნენ.
ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებდნენ, რადგან საკმარისად ბევრ ტესტირებას არ ატარებდა - ბრიტანეთის მთავრობა დღეში საშუალოდ 13 000 ტესტს ატარებს მაშინ, როდესაც გერმანიაში კვირაში დაახლოებით 500 000 ტესტი ტარდება. ბრიტანეთის მთავრობა აპირებს რომ აპრილის შუა რიცხვამდე ამჟამინდელი ციფრი გააორმაგოს.
1 აპრილის მონაცემებით ბრიტანეთში 1 152 979 ტეტი ჩატარდა, აქედან კი 29 474 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა. ქვეყანაში ახალი ვირუსით 2 352 პირია გარდაცვლილი.