კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: მარნეულელი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მართვადი, აქვს წონის დეფიციტი

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილი COVID-19-ით ინფიცირებული 79 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"შემოყვანისას კრიტიკული მდგომარეობა განპირობებული იყო მისი სომატური მდგომარეობით. კლინიკურად სახეზეა სრული კახექსია, ანუ მკვეთრი წონის დეფიციტი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, წონის კლება აღენიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. შემოვიდა კლინიკაში, როგორც კრიტიკული. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი", - თქვა რატიანმა.  

რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში 69 პაციენტია, მათ შორის კორონავირუსი 22 პირს აქვს დადასტურებული. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განემორებითი ტესტირება ჩაუტარდათ ახალშობილებსაც - მათი პასუხი კვლავ უარყოფითია და კლინიკას, ექიმის ინფორმაციით, დღეს დატოვებენ.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები