ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც შვილის თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარისთვის 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ დააკავეს.

"ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს -1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შინაგანს საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.  

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები