კორონავირუსი

ნეთანიაჰუ: ვირუსისგან თავდასაცავად საჯარო სივრცეში ყველა ისრაელელს ნიღაბი უნდა ეკეთოს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

1-ელ აპრილს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანაიჰუმ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ახალი კორომავირუსისგან თავის დასაცავად საჯარო სივრცეებში ნიღბები უნდა გაეკეთებინათ.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ყველა თქვენგანს გთხოვთ, საჯარო სივრცეში ნიღბები ატარეთ," - განაცხადა ნენთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას. ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ თუ მათ ქარხანაში დამზადებულ ნიღაბზე ხელი არ მიუწვდებოდათ, თავიანთი იმპროვიზაცისთვის მიემართათ.

30 მარტს მოსადმა - ისრაელის დაზვერვის სამსახურმა - ქვეყანაში 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი და ფილტვების ვენტილაციის 27 აპარატი ჩაიტანა.

ეპიდემიის დროს ნიღბის ტარება სავალდებულო იყო ჩინეთში. ნიღბების ტარების კულტურა აქვთ ტაივანში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, სლოვაკეთში და ჩეხეთში პანდემიის დროს ნიღაბს ატარებენ. ავსტრიაში ნიღბის ტარება მაღაზიებში მომუშავე პირებს ევალებათ.

ვირუსიგან ყველაზე ეფექტურად დამცავი პირბადე არის რესპირატორული პირბადე ე.წ. N95. ასევე ეფექტურია ქირურგიული პირბადეც. პანდემიის ფონზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია.

ჯანმო-ს რეკომენდაციით, პირბადე უნდა ეკეთოს მას, ვინც დაინფიცირებულია, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. თუმცა, როგორც ცნობილია, კორონავირუსი შეიძლება ძალიან არამწვავე სიმპტომებით ან სრულიად ასიმპტომურადაც მიმდინარეობს და ამ დროს პირი ვირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 6092 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულია 25 პირი, გამოჯანმრთელებულია 226.

კომენტარები