კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტი ბათუმიდან გადმოჰყავთ, 10 წლის ბავშვია

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი 10 წლის ბავშია, რომელიც ბათუმიდან თბილისში, მშობელთან ერთად ახლა გადმოჰყავთ. როგორც ეზუგბაია განმარტავს, ამ ეტაპზე, მშობელს COVID-19 არ დადასტურებია.

"მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ახლა ბათუმიდან, ესაა 10 წლის ბავშვი, გადმოჰყავთ მშობელთან ერთად. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთად, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი", - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, ის უკვე კლინიკაშია მოთავსებული. ეზუგბაიას განმარტებით, მეორე შემთხვევა იმპორტულია, პაციენტი სომხეთდანაა ჩამოსული და მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არაა, - "კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად", ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

1 აპრილის, 19:35 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 117 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 783 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301

კომენტარები