დღეიდან, პირველი აპრილიდან, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის. კლინიკა მხოლოდ covid 19-ით საეჭვო და დადასტურებულ პაციენტებს მოემსახურება, ბავშვთა და სხვა განყოფილებები კი მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ისაუბრა.
"მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან დაწესებულება გადადის მხოლოდ კოვიდ19-ის პრობლემაზე სამუშაოდ და დღეიდან ვწყვეტთ ბავშვთა კონტიგენტის ჰოსპიტალიზაციას," - თქვა ნადირაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.


![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)


