ძალიან ცუდია, რომ რამდენიმე წელია, ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ჩვენი მოსახლეობა უკვე თვალნათლივ ხედავს. იქნება ეს ციანიდი, იქნება ეს ვირუსი, თუ სხვა რამ, მივეჩვიეთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მაინცდამაინც ამაზე [ერთი კოვზით ზიარება] აქცენტის გაკეთება არ არის სწორი...
...ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ. ერთი სული აქვთ, წინასწარ აანონსებენ, რომ საქართველოში დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი... ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება