კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დაგვემატა 2 პაციენტი, გადმოიყვანეს ბინიდან, სულ 33 პაციენტი გვყავს

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღის მეორე ნახევარში კლინიკას 2 პაციენტი დაემატა, რომლებსაც ვირუსი ცენტში არ დაუდასტურდათ, ისინი ბინიდან გაიდაიყვანეს ინფექციურში.

ეზუგბაიას ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება 33 პაციენტი. მისივე განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოდან, ჯამში, 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

"დღის მეორე ნახევარში ჩატარდება კიდევ ტესტირება და ალბათ, იმედი მაქვს, კიდევ შეგვემატება გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში 21 გამოჯანმრთელებულია, იმ 19-ს კიდევ ორი დაემატა. საჩხერის ცენტრიდან გაეწერა 3 გაჯანმრთელებული პაციენტი ჩვენს 18-თან ერთად, ჯამში არის 21.

ერთერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ ალბათ შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და მასზე ვილაპარაკოთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე, დანარჩენების მდგომარეობა უცვლელია", - ამბობს ეზუგბაია.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 995 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

კომენტარები