აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდგინდა, სულ ინფიცირებულთა რიცხვი 298-მდე გაიზარდა, აქედან გარდაიცვალა 5 პირი.
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 800 ათასს გადასცდა, გამოჯანმრთელდა 172 473, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 39 554-ს მიაღწია.
რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმში 4 995 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად 31 მარტიდან უკვე მოქმედებს ფაქტობრივი საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი.





