კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

2019-nCoV
niaid

საქართველოში COVID-19-ით იფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  

კარანტინში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 278. 

გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები