საქართველოში COVID-19-ით იფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 108-მდე გაიზარდა. მათგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინში 4 995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 278.
გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





