კორონავირუსი

იტალიაში ერთ დღეში 1,590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

GETTY IMAGES

იტალიაში ერთ დღეში 1,590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს ერთ დღეში გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი რიცხვია. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან 14,620 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, 30 მარტს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 4050.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები მინიმუმ 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

30 მარტის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადაცდა. დაიღუპა 11,591 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 14,620.

კომენტარები