კორონავირუსი

მინდიაშვილი: ეკლესიამ რომ დათმოს, მთელი მისი ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ძალაუფლება დაემხობა

ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ შეუძლებელი მგონია საპატრიარქოსთან შეთანხმების მიღწევა ლიტურგიის დახურვაზე, ვნების კვირისა და აღდგომის დახურვაზე. საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქის მთელი ძალაუფლება ბოლო ჟამის, ანტიქრისტესთან დაპირისპირების, ივერიის როგორც ღმერთის ერთგული ბოლო, ერთადერთი ერის (ათონიც უღალატებს ქრისტეს, ივერია - არა) და ილია მეორის, როგორც ბოლო ჟამის პატრიარქის, ბოლო მოციქულის, ანტიქრისტეს სამხილებლად დაბრუნებული ელია წინასწარმეტყველის, ახალი ნოეს ნარატივზე დგას.

ეკლესიამ რომ დათმოს, მთელი მისი ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ძალაუფლება დაემხობა. საპატრიარქოს ამის გაკეთება ერთი - ორი კვირის წინ შეეძლო, ახლა ძალიანაც რომ მოუნდეს, ვეღარ გააკეთებს. თვითონ მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ ლიტურგიის დახურვა და ზიარების წესის შეცვლა ქრისტეს ღალატს ნიშნავს, სამღვდელოების დიდი ნაწილი აპოკალიპტურ ძრწოლას ნერგავს მრევლში, ყველაფერი აუყირავდებათ

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი კორონავირუსის გამო, 31 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრებაზე. პრემიერმინისტრმა ეკლესიასთან დაკავშირებით თქვა, რომ "როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვნით შესაბამის კომპრომისს".

კომენტარები