აქცია მარნეულში

"ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლვას ჩვენ" - აქცია მარნეულში, ხალხი მერიას დახმარებას სთხოვს

ტვ პირველი

მარნეულის მერიასთან მოსახლეობამ აქცია გამართა, ისინი მერიას დახმარებას თხოვენ. მერიამ სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დარიგება დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ. 

"დახმარებას ვითხოვთ, ვირუსი კი არა შიმშილი მოგვკლვას ჩვენ. კაპიკი ჯიბეში არ გვაქვს,"- ამბობენ მერიასთან შეკრებილები.

მარნეულის მერის ზაურ დარგალის განმარტებით, მერიას აქვს სიები და გარკვეულ ოჯახებს ეხმარება

"სამწუხაროდ ხდება ისე, რომ მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, ეს დახმარება არის გარკვეული ჯგფებისთვის. ჩვენს გვაქვს სიები."-ამბობს დარგალი.

მერი მოუწოდებს მოსახლეობას სახლებში დარჩნენ, რათა მარნეულშიც იტალიის მსგავსი სცენარი არ განმეორდეს.

მარნეულსა და ბოლნისში 23 მარტის შემდეგ სრული კარანტინია გამოცხადებული. მოსახლეობას გარეთ გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია. ორ რეგიონში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და გაირკვა რომ 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

კომენტარები