რუსეთი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა საზღვრები სრულად ჩაკეტა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის განკარგულებით, 30 მარტიდან რუსეთში უკლებლივ ყველა სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტება. 

აკრძალვა ვრცელდება ავია, საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, სამდინარო და შერეულ სასაზღვრო პუნქტებზე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, სატვირთო ავტომობილებზე და მატარებლებზე, რომლებიც საერთაშორისო რეისებს ასრულებენ.

გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 1,5 მილიარდი რუბლი გამოყო, რომელიც საზღვარგარეთ ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად დაიხარჯება. 

ამ დროისთვის რუსეთში, Сovid-19-ის 1264 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 49 ადამიანი.

კომენტარები