საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 83. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge - განთავსდა.
ერთერთი ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით, 72 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
"პაციენტი საყურადღებოა, საშუალოზე მძიმეა მისი მდგომარეობა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა" - ამბობს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, დიანა ზვიადაძე.





