ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან 19-19 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან და ევროსთან 19-19 თეთრით გამყარდა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2896 ლარია, 1 ევროსი - 3.6232 ლარი. ლარი ასევე გამყარდა თურქული ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან.

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ამ დროის მანძილზე, ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესამცირებლად ჯამში 100 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები