კორონავირუსი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 1000-ს გადაცდა, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 1000-ს გადაცდა, დაიღუპა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 46. 27 მარტს ქვეყანაში დაავადების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა 1036-ია. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

მსოფლიოში კორონავირუსი 550 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 24 900, გამოჯანმრთელდა - 128 000. 

ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ს (85,749), ჩინეთს (81,340) და იტალიას (80,589) ჰყავს. გარდაცვლილების რაოდენობით კი, პირველ სამეულს იტალია (8,215), ესპანეთი (4,858) და ჩინეთი (3,292) იკავებს.

კომენტარები