ლედი გაგა

ლედი გაგას ალბომის გამოსვლის თარიღი კორონავირუსის გამო შეიცვალა

Variety

ლედი გაგას რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი "Chromatica" 10 აპრილს უნდა გამოსულიყო. მომღერალმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო რელიზის თარიღი გაურკვეველი ვადით გადადო.

"ბევრი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე. Chromatica აპრილში არ გამოვა, ახალ თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ. დაძაბული და საშიში დრო დაგვიდგა. მიუხედავად იმისა რომ ხელოვნება გვაძლიერებს და გვაბედნიერებს, გლობალური პანდემიის ფონზე ალბომის გამოშვება არაეთიკური მგონია,"-ამბობს მომღერალი.

თვის დასაწყისში, მომღერალმა მომავალი ალბომიდან პირველი სინგლი Stupid Love გამოუშვა.

ლედი გაგამ ბოლო ალბომი 2016 წელს ჩაწერა. ამის შემდეგ, მას მხოლოდ მუსიკალური პროექტები ჰქონდა, მათ შორის ფილმ "Star is Born"-ისთვის დაწერილი ოსკაროსონი სიმღერა "Shallow". 

კომენტარები