ილონ მასკმა კალიფორნიას ფილტვების ვენტილაციის 1000 აპარატი გადასცა

Reuters

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა კალიფორნიის შტატს ფილტვების ვენტილაციის ათასზე მეტი აპარატი საჩუქრად გადასცა.

"აპარატები შეძენელია ჩინეთში და უკვე გადაეცა შტატის ადმინისტრაციას", — ამ შინაარსის პოსტი მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა

შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მასკი გმირულად მოიქცა. ცნობილია, რომ თავდაპირველად ილონ მასკი ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხეს გადამეტებულად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ დაავადების გავრცელებით გამოწვეული პანიკა უაზროა.

მასკი, ასევე, ეწინააღმდეგებოდა Tesla-ს ქარხნის დახურვას აშშ-ში, თუმცა საბოლოოდ სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად საწარმო მაინც დაიხურა. 21 მარტს, კალიფორნიის გუბერნატორმა, განაცხადა, რომ შტატში არსებულმა რამდენიმე მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ დახმარებს სურვილი გამოთქვა. 

მათ შორის, შტატისთვის მილიონ სამედიცინო ნიღაბს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple შეიძენს. ინფიცირებულებს რაოდენობით, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, აშშ მესამე ადგილს იკავებს. 

Сovid-19-ით აშშ-ში 46 ათასი ადამიანია დაავადებულია, დაღუპულია 500. მსოფლიოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 380 ათასი ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 16,500, ხოლო გამოჯანმრთელდა 101 ათასი ადამიანი.

კომენტარები