ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან გამოჯანმრთელებულმა 8-მა ადამიანმა უკვე დატოვა საავადმყოფო და დღეს, სავარაუდოდ, მე-9 გამოჯანმრთელებულიც დატოვებს.
"კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულია, უბრალოდ, გუშინ რაღაც შემოწმება სჭირდებოდა მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მე-9 პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს,"- თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინში 3 320 ადამიანია გადაყვანილი. ამასთან, მარნეული და ბოლნისი სრულად საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.





