კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 235 ადამიანი იმყოფება.

კარანტინში მოთავსებულია 3320 პირი. ამ პირების გარდა, მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული 

კომენტარები