კორონავირუსი

ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსით, სულ მცირე, 28 სასულიერო პირი გარდაიცვალა

Massimo Paolone

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონ ბერგამოში 19 მარტის მონაცემებით კორონავირუსით, სულ მცირე, 28 სასულიერო პირი გარდაიცვალა.  

ინფორმაციას იტალიური გაზეთი, Avvenire ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ორი სასულიერო პირის გარდაცვალების მიზეზი გახდა - ერთ შემთხვევაში სასულიერო პირი პნევმონიით გარდაიცვალა, მანამ, სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, მეორე შემთხვევაში გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 

ყველა მათგანი, გარდა სამისა, 70 წელზე მეტის იყო, ნახევარზე მეტი კი 80-ზე მეტის. ყველაზე ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, 54 წლის იყო.  

ბერგამოს ეპისკოპოსებს პაპი ფრანცისკე 18 მარტს შეხვდა. 

"პაპი ფრანცისკე დაგვპირდა, რომ ჩვენთვის ყოველდღე ილოცებს", - თქვა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა.  

იტალიაში კორონავირუსით 53 578 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 825. 6 072 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები