კორონავირუსი

ეზუგბაია: კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისი თქმით, ორ პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია.

ჯამში უკვე 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

კომენტარები