საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

ერქვანია საგანგებო მდგომარეობაზე: თუ ეს შეეხება წირვა-ლოცვაზე დასწრებას, არ დავუჭიროთ მხარი

დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეეზღუდოთ წირვა-ლოცვებზე დასწრება. ეს არის წარმოუდგენელი, მიტუმეტეს ამ განსაცდელის დროს ადამიანებს აუკრძალო ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოკეტოთ სახლში. ეს არის დაუშვებელი. რას ეუბნებით ადამიანებს? რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ? თუ რა ხდება, ვერ გავიგე? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არ შეიძლება ამის გაკეთება, უნდა დაფიქრდეთ. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. თუ ეს [საგანგებო მდგომარეობა] შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრებას, არ დავუჭიროთ მხარი.

მოსახლეობას მინდა მივმართო. იგრძნობა შიში მოსახლეობაში. არაფერი არ არის საშიში. ამაზე მძიმე განსაცდელები გადაგვიტანია. ყველაფერი იქნება კარგად, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვიფარავს და გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან.

თქვა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განხილვისას.

კომენტარები