საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის შსს-მ 15.7 მილიონის ჯარიმები გამოწერა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

ამ დროისათვის 21 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 5 148 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი.

ფიზიკური პირები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით ჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით.

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 102 პირი დაჯარიმეს.

კომენტარები