კორონავირუსი

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დადასტურდა.  

"ახლა აჭარაში არის სამი დადასტურებული შემთხვევა. არსებული პაციენტების მდგომარეობა არ არის შეცვლილი - ყველასი სტაბილურია. სამი პაციენტია საყურადღებო, სადაც შეიძლება მოხდეს მდგომარეობის გაუარესება დამძიმება, თუმცა მათი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგაიას თქმით, 49-ე პაციენტის ისტორია მისთვის უცნობია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს საღამოს 8 პაციენტზე აიღეს ტესტირება, მათი პასუხი ხვალ დილით იქნება ცნობილი. 

საქართველოში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 პირი.

კომენტარები