კორონავირუსი

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. 

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონაში, იძულებით სულ 180 ადამიანი გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 47 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კომენტარები