ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

REUTERS

სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა, სავარაუდოდ, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა.

სამხრეთ კორეის მხარის შეფასებით, ეს ქმედება გლობალური კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ძალიან შეუსაბამო იყო.

როგორც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს, რაკეტები დაახლოებით დილის 6:45-დან 6:50 საათამდე ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთ-დასავლეთით არსებული პროვინციიდან, სონჩონიდან ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით გაისროლეს. 

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამ ქმედებით ჩრდილოეთ კორეას პანდემიის დროს, შესაძლოა, თავისი ძალისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება სურდეს.

"კორონავირუსის კრიზისის დროს, ფხენიანს არამხოლოდ სისუსტის ნიშნების თავიდან არიდება სურს, არამედ მას სურს თავის ხალხი დააჯეროს, რომ შედარებით ძლიერ პოზიციებზეა," - განაცხადა სეულის ევას ქალთა უნივერსიტეტის პროფესორმა ლაიფ-ერიკ ესლიმ

მიმიდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამოცდა ორჯერ ჩაატარა.

ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამავდროულად, 20 მარტს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი თანამედროვე საავადმყოფოს აშენების ბრძანება გასცა.

ჩრდილოეთ კორეის განცხადება ქვეყანაში ვირუსის არ არსებობასთან დაკავშირებით, ექსპერტებში ეჭვს იწვევს, რადგან ქვეყანას, როგორც ჩინეთთან აქვს საზღვარი და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. მკაცრი ეკონომიკური სანქციების პირობებში ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40% საკვებიც დეფიციტს განიცდის და მოწყვლადია სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რაც კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მათ რისკჯგუფად აქცევს.

ამჟამინდელი მონაცემებით სამხრეთ კორეაში კორონა ვირუსით 8 799 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილი კი 102. ჩინეთში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 81 008-ა, გარდაცვლილი კი 3 255.

მსოფლიოში კორონავირუსი 276 568 ადამიანს დაუდასტურდა, 11 418 გარდაიცვალა, 91 954 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები