მთავარი არხი

მთავარი არხის ანგარიშებს ინკასო დაედო

ტვ პირველთან ერთად, ინკასო მთავარი არხის ანგარიშებსაც დაედო.

განცხადება არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

"მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს", - წერს მელაძე.

დღეს, 20 მარტს ინკასო დაედო ტვ პირველის ანგარიშს.

კომენტარები