კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში ჯამში 3 356 ადამიანია

საქართველოში თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში ჯამში 3 356 ადამიანია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ისაუბრა. 

გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე ჯამში 1 072 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული. 

"მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1 575 ადამიანი და ასევე იქიდან და თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191. თვითიზოლაციაში იმყოფება ჯერ კიდევ 1 781 ადამიანი,"- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ერთი, პირველი პაციენტი ე.წ ირანის კლასტერიდან გამოჯანმრთელებულია. გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 3-4 დღეში გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები იქნება. 

კომენტარები