კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები

იცით, რა სტანდარტიც არის გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24 საათში ზედიზედ ორჯერ ადამიანს PCR ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. მე არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ინფიცირების 43 შემთხვევაა, აქედან - 1 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები