არნოლდ შვარცნეგერი

“მე გმირებს ვთამაშობ, ნამდვილი გმირები ექიმები არიან” - შვარცნეგერი ქველმოქმედებას იწყებს

Talk Time

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ლეგენდა და ბოდიბილდერი არნოლდ შვარცნეგერი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული.

თითქმის ყოველდღე მსახიობი ვიდეომიმართვებს დებს, რომლებშიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. შვარცნეგერმა საქველმოქმედო კამპანიაც წამოიწყო, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას ემსახურება. 

უკანასკნელ ვიდეომიმართვაში 72 წლის ვარსკვლავი სამედიცინო პერსონალის, მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების შრომაზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"დროა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. იქნებიან ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მძღოლები, პროდუქტების მაღაზიებში მომუშავე ადამიანები, სუპერმარკეტის პერსონალი, მიტანის სერვისის თანამშრომლები - ეს არის გმირობა, მთელი ცხოვრება ფილმებში გმირებს ვანსახიერებდი, მაგრამ ნამდვილი გმირები თქვენ ხართ. მადლობა რომ საზოგადოების სამსახურში დგახართ," - ამბობს შვარცნეგერი მიმართვაში.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 253,672 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 89,109 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 10,418.

კომენტარები