კორონავირუსი

სურსათის ობიექტები, ღია საკოლმეურნეო ბაზრები, აფთიაქები - რას არ შეეხება შეზღუდვა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კორონავირუსის რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი დაიხურება. 

"კვების და სურსათის სავაჭრო ობიექტების, საკოლმეურნეო ღია ბაზრების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იქნეს დახურული" - თქვა ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები