კორონავირუსი

მათ, ვინც COVID-19-ის გამო სახლში რჩება, საკურას ყვავილობის ყურება ვირტუალურად შეუძლიათ

nippon.com

იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. თუმცა, კორონავირუსის გამო მთავრობა ხალხს მოუწოდებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკავონ.

მათ, ვინც კორონავირუსის გამო სახლში რჩება, საკურას ყვავილობის ყურება ვირტუალურად შეუძლიათ. ერთ-ერთმა ვებგვერდმა იაპონიის სამხრეთ ნაწილიდან, სადაც საკურა პირველად იწყებს ყვავილობას, ათობით VR ვიდეო ატვირთა.

ადამიანებს შეუძლიათ იმპერატორის სასახლე, ოსაკას სასახლის პარკი და სხვა ადგილები საკუთარი სახლიდან დაათვალიერონ. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=116&v=qClEMVG2V8w&feature=emb_title]

იაპონიაში კორონავირუსის 963 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 215. 

კომენტარები