GOT

GOT-ის კიდევ ერთ მსახიობს კორონავირუსი დაუდგინდა

Watchers On The Wall

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავს, ელარია სენდის როლის შემსრულებელს, ინდირა ვარმას ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ინფორმაცია თავად მსახიობმა სოციალური ქსელის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა. 

"სამწუხაროა რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი შოუები გადაიდო. იმედია მალე დავბრუნდებით და ყველას მოგიწოდებთ გვერდში დაგვიდგეთ. თოლია/ფენიქსი ფერფლიდან აღსდგება. დავირუსებული ლოგინში ვწევარ და არც ისე სასიამოვნოა. თავს გაუფრთხილდით და იყავით გულისხმიერები ახლობლების მიმართ."

პოსტის პირველ ნაწილში ვარმა ვესტ ენდის თეატრის უკანასკნელ დადგმაზე, ანტონ ჩეხოვის თოლიაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო. სპექტაკლში სამეფო კარის თამაშების კიდევ ერთი მსახიობი ემილია კლარკი მონაწილეობდა. 

ვარმას გარდა GOT-ის სამსახიობო დასიდან კორონავირუსით კიდევ ერთი მსახიობი, ტორმუნდის როლის შემსრულებელი კრისტოფერ ჰივიუა ინფიცირებული.  

კომენტარები