კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ჩვენთან პნევმონია 11 ადამიანს აქვს, მათ შორის არის საშუალო და მძიმე პაციენტებიც

ჩვენთან პნევმონია აქვს 11 ადამიანს, მათ შორის, არის საშუალო სიმძიმე, არის მძიმეებიც, მაგრამ სტაბილურები, ყოველ შემთხვევაში, იმედიანი პაციენტები არიან, საიმედო პროგნოზით, თუმცა ერთი ქალბატონის შესახებ საბოლოო პროგნოზი ჯერჯერობით არ [გვაქვს]. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით საიმედო გამოსავალს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე საუბრობს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით. 20 მარტის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები