კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის გამო, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

თავდაცვის სამინისტრო

21 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ყაზარმული მდგომარეობის დროს ჯარისკაცებს სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ.

თადაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს, რომ "ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით".

ღარიბაშვილისვე თქმით, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1 600-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები