კორონავირუსი

რუსეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

The Moscow Times

რუსეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. 

Meduza-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მოსკოვის N2 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.  

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულს პნევმონია განუვითარდა და მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, დიაბეტი და ჰიპერტენზია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული საავადმყოფოში 13 მარტს მოათავსეს. 

რუსეთში კორონავირუსის 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. 

პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები