კორონავირუსი

ჩინეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი პირველად არ დადასტურდა

cnn

ჩინეთში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდნა დღემდე, ვირუსის შიდა გადადების ფაქტი პირველად არ დადასტურდა

გუშინ ჩინეთში კორონავირუსის 34 შემთხევა დაფიქსირდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, კორონავირუსი ქვეყანაში უცხოეთიდან შესულ მოქალაქეს დაუფიქსირდა. 

ჩინეთში კორონავირუსის 80 928 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 3 245 ადამიანი, 8 პირი ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 70 420.   

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება ევროპასა და აშშ-ში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ევროპა პანდემიის ეპიცენტრად იქცა, უფრო მეტი ახალი შემთხვევით, ვიდრე ჩინეთში იყო ეპიდემიის პიკის დროს. 

მსოფლიოში კორონავირუსით 219 367 ადამიანი დაავადდა, გამოჯანმრთელდა 85 749. გარდაიცვალა 8 970 ადამიანი.

კომენტარები