პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ყველასი, არიან მძიმე პაციენტები, მათ შორის, ერთერთი განსაკუთრებით. კიდევ უფრო მძიმე გვყავდა დინამიკაში, ცოტა ნაკლებს ვამბობდით და გარკვეული შიშებიც გვქონდა, მაგრამ უკვე გადავლახეთ ეს პერიოდი, მივდივართ დადებითი დინამიკისკენ, უკვე აღარ გვეშინია, N 4 პაციენტი, დიახ.
არიან ჯერ კიდევ ისეთი პაციენტებიც, ახალი შემოსულები, რომლებთანაც წინასწარი პროგნოზირება ძნელია, რადგან ერთბაშად და მწვავედ არ იწყება ეს დაავადება და შემდგომში იცის რაღაც მნიშვნელოვანი სიმპტომატიკის გამოვლენა. ყოველ შემთხვვაში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჟამად არსებულ პაციენტებთან ყველაფერი კარგად დასრულდება და გამოჯანმრთელდებიან





