კორონავირუსი

ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს $1 მილიონი გადაურიცხეს

Getty Images

ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა ამერიკისა და კანადის საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

წყვილმა 500 000 დოლარი ამერიკულ ორგანიზაცია Feeding America-ს გადაურიცხა, ხოლო ასევე 500 000 დოლარი კანადაში არსებულ ორგანიზაცია Food Bank Canada-ს.

გადარიცხული ფული იმ ადამიანების საკვებით მომარაგებას მოხმარდება, რომლებსაც ზიანი მიადგათ კორონავირუსის შედეგად და არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავად შეიძინონ საჭირო პროდუქტები.

"COVID-19-მა მკვეთრად დაატყო კვალი ხანდაზმულებსა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს. რაიანი და მე ვრიცხავთ 1 მილიონ დოლარს და მას ვყოფთ Feeding America-სა და Food Bank Canada-ს შორის. ვისაც შეგიძლიათ, მათ ჭირდებათ ჩვენი დახმარება", - დაწერა ბლეიქ ლაივლიმ. 

ამასთან ერთად, ბლეიქ ლაივლიმ კორონავირუსის პირობებში სოციალური დისტანცირების მნიშნელობაზეც ისაუბრა და ხალხს მოუწოდა, რომ იზოლირებულები იყვნენ.

"ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთმანეთისთვის სასარგებლო რაღაცები გავაკეთოთ, თუნდაც ეს მხოლოდ სახლში დარჩენა იყოს", - დაწერა მსახიობმა.

კომენტარები