კორონავირუსი

"საერთო სიგნალი, წინასწარი კითხვები" - მთავრობა ბრიფინგების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

The Insurance Journal

ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს მთავრობა ბრიფინგების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა. მან აღნიშნა, რომ ყველა მაუწყებელი საერთო სიგნალს მიუღებს, რისთვისაც პრემიერის პრესსპიკერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაუხადა მადლობა.

"იმისთვის, რომ უზრუნველყოთ თქვნი დაცულობა, საქართველოს მთავრობა გადადის ბრიფინგების განსხვავებულ რეჟიმზე. თითოეული მაუწყებელი საერთო სიგნალს მიიღებს, რომლითაც შეძლებთ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას.

ასევე გექნებათ საშუალება, წინასწარ მოაწოდოთ ჩვენს პრესსამსახურს კითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საქმიანობა ოპერატიულობას მოითხოვს და ოპერატიულობისთვისაც შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ" - თქვა ჩიქოვანმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები