არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ადამიანებს, თუ ვინ ჩაატარებს 2020 წლის არჩევნებს, იმიტომ რომ აქ გუნდზეა საუბარი. ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა თანამდებობებს და პოზიციებს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტურობა და პროცესი. რა პოზიციაზე ვიქნები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ღირებულებები და ფასეულობები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებს და ღირებულებებს. არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, ყოველთვის ვცდილობდი იუმორით მეპასუხა ამ კიხვაზე, იუმორი თუ გაინტერესებთ გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
გიორგი გახარია
გახარია გადადგომაზე: გაზაფხულის მოლოდინის შემდეგ, ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
tbl.ge/4jji
დაკოპირდა

პრემიერი გიორგი გახარია რუსთავი ორის ეთერში გადაცემა ღამის კურიერში პასუხობს კითხვას ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს გიორგი გახარია პრემიერის რანგში. რამდენიმე კვირის წინ მისი გადადგომის შესახებ კითხვაზე გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ გაზაფხულს დალოდებოდნენ.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




