კორონავირუსი

გახარია: ალბათ, მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქალაქეების თავშეყრის ადგილებზე

ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შეიძლება მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. ალბათ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეების თავშეყრის ადგილებზე. მაგალითად, როგორიც არის მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და მეტი დრო, რომ ინფიცირებულ მოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად. 

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამის შესახებ რუსთავი ორის ეთერში "ღამის კურიერში" ისაუბრა.

კომენტარები