კორონავირუსი

მამა იოანე: მანქანებით დავიძვრებით და მთელს ქალაქს ნაკურთხ წყალს ვასხურებთ

მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება მობრძანდება აქ ცოტა ხანში. დავიწყებთ წყლის კურთხევას და შემდგომ უკვე მანქანებით დავიძვრებით ქალაქის მასშტაბით და ვასხურებთ ამ ნაკურთხ წყალს მთელს ქალაქს. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი შიშია ხალხში, ძალიან ისეთი განწყობა აქვთ ადამიანებს, ეშინიათ, სახლში არიან და ჩვენი მხრიდან, სასულიერო პირების მხრიდან ერთგვარი ნუგეში იქნება. ჩვენი ლოცვით, ჩვენი წყლის სხურებით, ქალაქის კურთხევით, რაღაცნაირად ვანუგეშოთ ეს ადამიანები.

ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში. კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეს, 17 მარტს, სამების ტაძრიდან მსვლელობა გაიმართება და "სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები"

კომენტარები